მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაქცინაციაზე კახეთში პედაგოგებისთვის სპეციალური კონფერენცია იმართება

თელავში, გაეროს ბავშვთა ფონდის და მთავრობის ერთიბლივი კამპანიის ფარგლებში, COVID-19- ის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 150- მდე მასწავლებელი ესწრება.
პედაგოგების კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე და პროფესორი, ივანე ჩხაიძე პასუხობენ.

ეპიდემიოლოგების, განათლების სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრის მომხსენებლები ნორვეგიის სამეფოსა და ესტონეთის ლიეტუვის ელჩებიც არიან.

შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უძღვებიან.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, პედაგოგებს ვაქცინის ადგილზე გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button