რეგიონი

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების გასაცნობად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

შეხვედრები მთელი რეგიონის მასშტაბით გაგრძელდება

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების გასაცნობად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩატარდა.
ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მოსახლეობას, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.
ადგილობრივებმა ვაქცინაციის წამახალისებელ პროგრამებზე ინფორმაცია მიიღეს და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებს

ვაქცინაციაზე კითხვები დაუსვეს.

შეხვედრები ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების გასაცნობად, მთელი რეგიონის მასშტაბით გაგრძელდება.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში მოსახლეობის მხოლოდ 37%- ია აცრილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button