მსოფლიოსიახლეები

“ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათიდან დაიწყება”

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხუთშაბათიდან დაიწყება.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის წევრის ცნობით კი, თუკი გამოცდა წარმატებით ჩაივლის, მილიონობით ვაქცინის დოზა გამოყენებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„შემიძლია განვაცხადო, რომ ოქსფორდის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვაქცინის ხალხზე გამოცდა ამ ხუთშაბათიდან დაიწყება“, – აღნიშნა ჰენკოკმა.

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჰენკოკმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ვაქცინის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

ამავდროულად, ბრიტანელი მეცნიერები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებებისთვის მოხალისეებს ეძებენ. ადამიანებზე ფართომასშტაბიანი ტესტირება სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

„ტელეგრაფის“ ცნობით, ლონდონის იმპერიულ კოლეჯში, სადაც პროფესორები ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, ცხოველებზე ტესტირება თებერვლიდან მიმდინარეობს.

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ცხოველებზე ტესტირებაში დადებითი შედეგები უკვე მიღებულია. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრი, პროფესორი რობინ შეთოქი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნა სხვა გრიპებთან შედარებით მარტივი იქნება, რადგან ის ყოველწლიურად არ იცვლება და ამიტომ ვაქცინის შემუშავების დიდი შესაძლებლობა არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button