ვარლამ ლიპარტელიანი რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა [Photo]

ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-90 კგ) რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მისი მეტოქე ფინალში იაპონელი მიშუ ბეიკერი იყო, რომელმაც ქართველი სპორტსმენი იუკოთი დაამარცხა.

ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში კორეელ ძიუდოისტს დონჰან გვაკის სძლია ორი ვაზარით და ფინალში გავიდა.

ეს საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედალია. ბრინჯაო ლაშა შავდათუაშვილმა (-73) მოიპოვა.

ლიპარტელიანს პირველობა ძალიან სურდა და მედლების გადაცემის ცერემონიაზე ცრემლი ვერ შეიკავა.

“ძალიან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერი ჩავდე. ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ვხედავდი რა დღეში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ჩემი გამარჯვებით მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. მინდა ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატება ვუსურვო”, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ლიპარტელიანმა.

ვარლამ ლიპარტელიანი — ამჟამად ერთ- ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტია. მის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონის 8 ტიტულია, ორი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრებში და სამჯერ იგი მსოფლიო პირველობის პრიზიორი გახდა. მსოფლიო რეიტინგში, რომლის ლიდერი სამხრეთ კორეელი დონგან გვაკია, ლიპარტელიანი მეხუთე პოზიციაზეა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40103″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button