თურქეთში 3 აფეთქება მოხდა: 13 ადამიანი დაიღუპა [Photo/Video]

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განხორციელებული აფეთქებების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაიჭრა, – იუწყება DW.

თურქეთის ხელისუფლება თავდასხმებში ბრალს დებს დაჯგუფება ქურთისტანის მუშათა პარტიას.

ერთ-ერთი აფეთქება მარდინის პროვინციის ქალაქ კიზილტეპეში მდებარე სავადმყოფოს მახლობლად მოხდა. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 25 დაიჭრა. დაახლოებით იგივე დროს ისტორიულ რაიონ დიარბაქირში ავტომობილი ააფეთქეს. ტერორისტების მიზანი პოლიციელები იყვენენ, მაგრამ აფეთქებას 5 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 12 დაიჭრა.

ამის გარდა, 10 აგვისტოს დილით, ერაყის საზღვართან, ქალაქ ულუდერეში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 6 მძიმედ დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40114″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button