მფრინავი ავტომობილები 5 წელიწადში რეალობად იქცევა [Photo/Video]

კოსმოსურმა ინჟინერმა, პიტერ დიამანტიდისმა, რომელიც Hyperloop One-ის ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალებების შექმნაზე მიშაობს, გამოცემა Buisness Insider-ს განუცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოში რამდენიმე კომპანია მფრინავ ავტომობილებს აწყობს. მისი თქმით, აშშ-ში 2-3 წელიწადში აერომობილებისა და პერსონალური დრონების პროტოტიპები გამოჩნდება, რომლებსაც მგზავრების გადაყვანა შეეძლებათ.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მომენტში პერსონალურ საჰაერო ტრანსპორტს რიგი პრობლემები ექმნება, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია. მაგალითად აერომობილებს აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ლიცენზია და პარკინგის ადგილები არ გააჩნიათ.

ამჟამად მსოფლიოში მფრინავი ავტომობილების რამდენიმე პროექტი არსებობს, რომელშიც კომპანია Google-ის წარმომადგენელმა, ლარი პეიჯმა 2 სტარტაპში 100 მილიონი დოლარი ჩადო.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანია AeroMobil-ის სლოვაკელმა ინჟინრებმა საკუთარ აერომობილებზე წინასწარი დაკვეთის მიღება უკვე დაიწყეს და აცხადებენ, რომ 2017 წლის ბოლოს უკვე ახალი ტიპის საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებას გამოუშვებენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40123″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button