აშში-ში ახალგაზრდა მამაკაცი ტრამპის ცათამბჯენზე აცოცდა [Photo/Video]

ნიუ-იორკის პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააპატიმრა, რომელიც მანჰეტენზე მდებარე Trump Tower-ის 58-სართულიან ცათამბჯენზე აცოცდა. როცა თავგადასავალთა მაძიებელი 21-ე სართულზე იმყოფებოდა, პოლიციელებმა ფანჯარა გააღეს და იგი შენობაში შეათრიეს.

ნიუ-იორკის რამდენიმე ტელეარხი უჩვეულო დაკავების ოპერაციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

Trump Tower-ის ცათამბჯენში რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის შტაბ-ბინაა განლაგებული, რომელიც იქვე ცხოვრობს, მაგრამ ინციდენტის დროს ნიუ-იორკში არ იმყოფებოდა.

პოლიციამ მამაკაცის ვინაობა არ გაასაჯაროვა, თუმცა განაცხადა, რომ იგი 20 წლისაა და ვირჯინიის შტატში ცხოვრობს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს უბრალოდ ტრამპის გაცნობა უნდოდა და ავი ზრახვები არ ამოქმედებდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40128″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button