ვარშავა-ბათუმის რეისით საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა
საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა. შესრულდა სპეციალური რეისი ვარშავა-ბათუმი. ქალაქის აეროპორტში თვითმფრინავს ეპიდემიოლოგები და საწარმო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა დახვდა.
აეროპორტიდან ყველა მგზავრი საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს.
ამავე რეისით ჩამოასვენეს მამაკაცი, რომელიც პოლონეთში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა მის გარდაცვალებას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტატინიდი აცხადებს, რომ ხვალ კოპენჰანგენი-თბილისის სპეციალური რეისი განხორციელდება.
“რეისით სარგებლობა შეეძლოთ შშმ პირებს, საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა. ხვალ განხორციელდება რეისი კოპენჰანგენი-თბილისი. საქართველოში ასევე, დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან დაბრუნდება საქართველოს 40-მდე მოქალაქე,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტატინიდმა.