“ვარსკვლავური ომების” თრეილერი გინესის რეკორდების წიგნში [Video]

ფილმ “ვარსკვლავური ომების” ეპიზოდი VI I: “ძალის გამოღვიძება” მეორე თრეილერი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოვიდა, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

YouTube-ზე თრეილერი გამოქვეყნებიდან 24 საათში, 30,65 მილიონმა მომხმარებელმა ნახა. დღესდღეობით, ნახვის რაოდენობამ 56 მილიონს მიაღწია.

მეორე თრეილერი, კალიფორნიის ქალაქ ანაჰეიმში, „ვარსკვლავური ომებისათვის“ მიძღვნილ ფესტივალზე აჩვენეს. ბევრი ფანატი იქ საყვარელი გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მივიდა.

“ახალი ტიზერის ჩვენების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი მუხლებზე იდგა. მე არ ვხუმრობ”,– განაცხადა „ტვიტერში“ Hollywood Reporter–ის ჟურნალისტმა ბორის კიტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button