ბავშვის ანცობის გამო ოჯახმა სახელი გაითქვა [Photo]
როცა ვიქტორია ფარმერი კოლორადოდან, პატარა ვაჟს ძუძუს აწოვებდა, შეამჩნია, რომ მეზობელ ოთახში, სადაც მისი 2 წლის ქალიშვილი ენისთინი თამაშობდა, საეჭვო სიჩუმე სუფევდა. როცა დედამ იქ შეიხედა, დაინახა, რომ პატარა ძველბერძნულ ქანდაკებად გადაიქცა. ბავშვი, თხემით-ტერფამდე, თეთრ საღებავში ამოსვრილი იყო.
დედა გამოტყდა, რომ საღებავის ქილა თავმოხდილი დარჩა. ონავარმა საკუთარი შემოქმედების კვალი იატაკზეც დატოვა.
„საღებავი თვითონ დამეწია და გადამესხა,“ – ასე ახსნა ბავშვმა მისი ცელქობა.
პატარა აფროდიტეს ფოტოსურათმა „ფეისბუქ“ მომხმარებელთა 50 000 მოწონება დაიმსახურა.