ნიუ-იორკში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა [Video]

ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში ჩამონგრეული სახლის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის დროს, შენობაში არავინ იმყოფებოდა, მაგრამ გაბნეულმა ნამსხვრევებმა შორიახლოს მყოფი ადამიანები დააზიანა.

როგორც ადგილობრივი ტელეარხი WABC გვატყობინებს, 3 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი ველოსიპედით მგზავრობდა და დაეცა.

ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. შენობაში ელექტროენერგია და გაზმომარაგება გათიშული იყო, ვინაიდან დასანგრევად ამზადებდნენ. შემთხვევის გამო, რაიონის მიმდებარე მეტროს ხაზი დროებით შეჩერდა.

შენობის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. პოლიციის მონაცემებით, ქუჩის გაწმენდას 48 საათი დასჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button