მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციები გრძელდება რუსეთის წინააღმდეგ

პუტინს ჩამოართვა მეცხრე დანის შავი ქამარი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ოლიპიური ორდენი ჩამოართვა. ამის შესახებ კომიტეტის პრესსამსახური წერს.

“განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე ოლიმპიური ზავის დარღვევისა და ძველი სხვა დარღვევების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება – ჩამოართვას ოლიმპიური ორდენები რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინს,” – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ტაეკვანდოს მსოფლიო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს ჩამოართვა მეცხრე დანის შავი ქამარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს 2013 წლის ნიემბერში მიენიჭა.

რუსეთში პანიკაა. მოსკოვს სანქციები საათობრივად ეწევა. რუსეთი SWIFT-დან უკვე გათიშეს. მოსახლეობა დილიდან ვეღარ იყენებს მასტერქარდის პლასტიკურ ბარათებს. ცნობილი ავტომწაროებმლები რუსეთის ტერიტორიაზე ქარხნებს ხურავენ. გასაქცევად გამზადებული მოქლაქეები ფრენების არ არსებობოს გამო სანქცირებული ქვეყნიდან გასვლას ვერ ახერხებენ. რუსეთის ხელისუფლება კი მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

უკრაინაში შეჭრის გამო აშშ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს უმზადებს. აშშ-ს სახელმწიფო მდვინის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მოკავშირეებთან ერთად რუსეთის ცენტრალურ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციების შესაძლებლობას შეუწყვეტს. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთი ვეღარ შეძლებს პირდაპირი ინვესტიციების გამნხორციელებას.

სანქციებზე აქტიურად საუბრობს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთმა რუსი ოლიგაქრების ქონების მოძიება და მათი იდნეტიფიცრება აქტიურად დაიწყო.

რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს გაეროს საგანგებო სხდომაზეც. გაეროს მაღლი ტრიბუნიდან საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემაც ისაუბრა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტი საჯაროდ დაგმო. იმნაძემ 2008 წელი გაიხსენა, როდესაც რუსეთი დღევანდელის მსგავსად მოქმედებდა.

გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ისაუბრა ასევე, უკრაინის ელჩმა გაეროში დიმიტრი კულებამაც. მან პირდაპირ მოსთხოვა გაეროს, რომ მოუწოდოს რუსეთს გაიყვანოს უკრაინიდან ჯარები

ტაივანი უერთდება რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან გათიშვის ინიციატივას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტაივანმა უკვე დაგმო რუსეთი უკრაინაში მისი შეჭრის გამო მის საერთაშორისო დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთან იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც რუსული ბანკების წინააღმდეგ მიიღება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ტაივანი გაამკაცრებს ექსპორტს იარაღზე, ორმაგი გამოყენების სიკეთეებსა და ტექნოლოგიებზე. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მსგავსი პროდუქციის ექსპორტი აიკრძალება, იმ გამონაკლისის გარდა, როცა ამისთვის იარსებებს ლეგიტიმური მიზეზები.

ტაივანმა 27 ტონა მედიკამენტოზური დახმარება უკვე გაგზავნა უკრაინაში.

ამერიკული სტრიმინგის გიგანტი, Netflix შესაძლოა იძულებული გახდეს, რომ ეთერში კრემლის პროპაგანდა გაუშვას, რაც რუსეთში ამოქმედებული ახალი ვალდებულებების ნაწილია.

კერძოდ, 1 მარტს, Netflix რუსეთში დაექვემდებარება ახალ ვალდებულებებს მას შემდეგ, რაც დაემატა “აუდიოვიზუალური სერვისების” რეესტრს, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელი, Roskomnadzor-ი.

რეესტრი ვრცელდება სტრიმინგ სერვისებზე, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე მინიმუმ 100,000 ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავთ. მათ მოეთხოვებათ 20 რუსული ფედერალური არხის დაშვება. Moscow Times-ის ცნობით, მათ შორისაა რუსეთის პირველ არხი, NTV და Spas – არხი, რომელსაც მართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ვალდებულება Netflix-ს მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ექნება, სადაც მას 1 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

შეასრულებს თუ არა Netflix-ი მოთხოვნას უცნობია, კომპანიაში საკითხის შესახებ POLITICO-სთან კომენტარი არ გააკეთეს. ექსპერტების შეფასებით, კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკული სტრიმინგის გიგანტი დატოვებს რუსულ ბაზარს.

აღნიშნული, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დასავლეთის გაძლიერებულ შიშს ემთხვევა იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს მოსკოვი პროპაგანდისტულ მედიას. ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები კრემლის პროპაგანდისტებს. სანქცირებულ პირებს შორის არიან ტელევიზია RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.

TikTok-ი ევროპაში რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებების, RT-სა და Sputnik-ის მაუწყებლობას ბლოკავს.

TikTok-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ევროკავშირმა რუსული საინფორმაციო საშუალებების მაუწყებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე, Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ წაშლის RT-ს საინფორმაციო აპებს თავისი app store-დან.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა კომპანია Meta Platforms-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რეკლამირება ან მათი პლატფორმების მონეტიზაცია აუკრძალა.

ამასთან, Meta-მ აღმოაჩინა და გააუქმა დეზინფორმაციის ქსელი, რომელიც ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების გამოყენებით უკრაინის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში.

ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა საფინანსო სისტემამ, Mastercard-მა მისი პლასტიკური ბარათებით მომსახურების ქსელიდან გათიშა რუსეთის საფინანსო დაწესებულებები, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო.

Mastercard-ის ოფიციალურ განცხადებაში კონკრეტული დაწესებულებები მითითებული არ არის. კომპანიის თანახმად, განაგრძობს მუშაობას, რათა სრულად დაიცვას სანქციებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, აშშ-მა სანქციები დაუწესა მსხვილ რუსულ ბანკებს, მათ შორის VTB-ს. რუსეთის საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმაც.

იაპონიამ პუტინს და რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა, სიაში 49 კომპანიაა

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკონკრეტა, ვინ მოხვდა იაპონიის ანტირუსული სანქციების ქვეშ:

პერსონალური სანქციების ქვეშ მოხვდნენ: პუტინი, ლავროვი, შოიგუ, მედვედევი, უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი. იაპონია ასევე უწესებს შეზღუდვებს რუსეთის ცენტრალურ ბანკს, სხვა რამდენიმე ბანკს და ასევე 49 კომპანიასა და ორგანიზაციას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ. მან ურთიერთობები შეაჩერა საქმიან პარტნიორებთან რუსეთში. შეჩერებულია რუსულენოვანი სოციალური ქსელების და საიტის მუშაობაც.

ჰოკეის ეროვნული ლიგა წყვეტს ნებისმიერი მომავალი ტურნირის ჩატარების ადგილად რუსეთის განხილვასაც.

“უკრაინაში შეჭრის და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის” გამო, რუსეთში ახალი ფილმების ჩვენებაზე უარი თქვა ამერიკულმა კომპანია „უოლტ დისნეი“-მ. მისი განცხადებით, პარტნიორებთან ერთად მუშაობენ უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთში ახალი “ბეტმენის” ჩვენებაზე უარი თქვა კომპანია Warner Bros.-მა.

კალათბურთში ევროპის საკლუბო ტურნირები რუსების გარეშე გაგრძელდება. საკალათბურთო ევროლიგის ხელმძღვანელობამ გაურკვეველი ვადით შეაჩერა აგრესორი ქვეყნის კლუბების მონაწილეობა მიმდინარე ევროტურნირებზე. თუ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია უახლოეს მომავალში არ გაუმჯობესდა, დიდი ალბათობით რუსებს მიმდინარე შეჯიბრებებზე ნაჩვენებ შედეგებს საერთოდ გაუუქმებენ და გათამაშების ცხრილსაც ჩაასწორებენ.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს – ევროლიგას ჩამოაშორეს მოსკოვის „ცსკა“, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და ყაზანის „უნიკსი“, ხოლო ევროთასის გათამაშებას – ყუბანის „ლოკომოტივი“.

„როდესაც უყურებ რა ხდება უკრაინაში, უნდა ადგე და თქვა: „შეუძლებელია, ეს არასწორია“. ყველაფერი ძალიან მარტივია. საუბარი დემოკრატიაზეც კი არ არის, არამედ უბრალოდ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა – არა.”
მსახიობმა სანქციებზეც ისაუბრა: „ზუსტად არ ვიცი, როგორ მუშაობენ და რამდენად “კბენენ” [რუსეთს]. მეშინია, რომ ომი გაგრძელდება და ხალხს მობეზრდება [უკრაინისთვის ყურადღების მიქცევა] , უკრაინა კი იქნება დაპყრობილი, რაც არ უნდა მოხდეს. ალბათ უფრო მკაცრი პოზიციაა საჭირო. საშინელებაა, რომ ადამიანებს ბირთვული იარაღით ემუქრებიან. თუ საქმე ეხება მის გამოყენებას, საერთოდ აღარავინ დარჩება. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება ასეთად იქცეს. რაღაც უნდა გავაკეთოთ… ამ აგრესიის შესაჩერებლად. დემოკრატია არის ერთადერთი გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ, რომ მსოფლიოს საღი აზრი შევუნარჩუნოთ“.- – ამბობს რობერტ დე ნირო.

ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს როგორ ტოვებს ეუთოს მისია უკრაინის ქალაქ დონეცკის. კადრებში ჩანს, ავტოკოლონა რომელითაც ეუთოს თანამშრომლები გადაადგილდებიან.

ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

ჩინეთი, უნგრეთი და მოლდოვა – უკრაინაში განხორციელებული სრულმაშტაბიანი ომის დაწყების გამო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას არ უერთდება. ამის შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს ქვეყნის დიპლომატებმა.

ჩინეთი არ ეთანხმება საკითხების სანქციებით გადაჭრას, მით უმეტეს, ცალმხრივი, საერთაშორისო სამართლის საფუძვლის გარეშე. სანქციები არა მხოლოდ არ აგვარებს პრობლემებს, არამედ შექმნის ახალს, აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

სანქციები მიუღებელია მოლდოვისთვისაც. მათი შეფასებით, 2014 წლიდან მოლდოვამ გადაწყვიტა არ შეუერთდეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მათი პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება. შეზღუდვებზე არ არის თანახმა არც უნგრეთის სახელმწიფო.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button