მნიშვნელოვანისაქართველო
ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. ლენინგორის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ექიმის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.
20 დეკემბერს, „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა.