მნიშვნელოვანისიახლეები

” ვეძებთ დამზიანებლებს”-თელავის მერიის გამოხმაურება

” ვეძებთ დამზიანებლებს”- ასე გამოეხმაურა თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ინფორმაციას, პარკ ნადიკვარზე დატოვებული წარწერების შესახებ.
22 მაისს, რადიო ჰერეთმა, დასვენებისა და კულტურის პარკ ნადიკვარზე, ახლადჩადგმულ ფანჩტურებში გაკეთებული სხვადასხვა წარწერების შესახებ, ინფორმაცია გამოაქვეყნა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფაქტს გამოეხმაურნენ და მოკლე განმარტება გააკეთეს.

” ასეთი ფაქტები სამწუხაროა და დამზიანებლებს ვეძებთ”- განაცხადეს მერიაში.
პარკ ” ნადიკვარზე” რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ახლადაშენებულ ფანჩატურებში, ამ დროისათვის დაუდგენელი პირები ფერად წარწერებს ტოვებენ, რაც ზედაპირების დაზიანებას იწვევს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დამაზიანებელი წარწერების რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს” ნადიკვარზე” ტენდერში გამარჯვებული კომპანია ” ბერმუხა” ასრულებს, რომელიც მერიამ ვადის გადაცილებისათვის დააჯარიმა.
პარკის განახლებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 315 ათასი ლარია გამოყოფილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button