მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ველისციხის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის

12 ოქტომბრიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის.
ინფორმაცია რადიო ჰერეთს, სკოლის დირექტორმა, ნინო ნესუაშვილმა დაუდასტურა.
“ორშაბათიდან უკვე გადავალთ ონლაინზე. მოსაზრება გვქონდა მეხუთე კლასი გადაგვეყვანა, მეცხრეს მსგავსად,რადგან ერთ-ერთი ინფიცირებული მეხუთეკლასელია, მაგრამ ყველას უსაფრთხოებისათვის, მთლიანი სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე. ამ რეჟიმს 14 დღის განმავლობაში შევინარჩუნებთ”, – განაცხადა ნესუაშვილმა.
კორონა ვირუსი ველისციხის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ მოსწავლეს, 5 ოქტომბერს დაუდასტურდა.
ინფიცირებულის თანაკლასელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ და დისტანციურად სწავლობდნენ.
8 ოქტომბერს, კოვიდ- 19 მოზარდის ძმას და კიდევ ორ თანაკლასელს დაუდგინდა, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.