მნიშვნელოვანი

ვიდეოში ასახულ პირს და ბილანიშვილს სავარაუდოდ ერთი და იგივე მარკის კედი აცვიათ

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ფეხურთელის 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ახალ კადრებში კარგად ჩანს, როგორ გადმოდის სამარშრუტო ტაქსიდან თეთრპერანგიანი პირი, რომელსაც სპორტული კედი აცვია და ხელში ტელეფონი უჭირავს.

პირი მოგვიანებით შაქარაშვილის მეგობარს და ე.წ “ოქროს მოწმეს” გურამ ამირხანაშვილს ხვდება.

სათვალთვალო ვიდეოკადრებში ასახული პირი ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით შესაძლოა ე.წ კანონიერი ქურდის, აკაკი ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი იყოს.

ავთო ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია.

რადიო ჰერეთმა ბილანიშვილის ფოტოები ფეისბუქზე დაათვალიერა, სადაც კადრებში ასახული პირი ვიზუალურად, მანერით და ჩაცმის სტილით ძალიან წააგავს მის მიერ დადებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში.

ვიდეოკადრებში მონაწილე პირს და ბილანიშვილის მის მიერ ფეისბუქზე განთავსებულ ფოტოებს სავარაუდოდ ერთი და იგივე მარკის კედები აცვია. 

მსგავსი პოსტები

Back to top button