“23 აპრილს, დილის 6 საათისთვის, ვიეტნამში კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობა იგივე დონეზე რჩება, – 268. ამრიგად, პირველად მთელი კვირის განმავლობაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში არ ყოფილა კორონავირუსული ინფექციის არც ერთი ახალი შემთხვევა.” – აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის მოხსენების თანახმად, ამჟამად ვიეტნამში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებული 268 ადამიანიდან 223 სრულად გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი კვლავაც მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.
კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში წარმატებული შედეგების ფონზე, ვიეტნამის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული სოციალური იზოლაციის რეჟიმის 23 აპრილის 00:00 საათიდან შემსუბუქება გადაწყვიტა. დღეიდან, ადგილობრივ ავიახაზებს უფლება აქვთ, განაახლონ ფრენები ვიეტნამის უმეტეს მარშრუტებზე. 30 აპრილამდე პერიოდში, თანდათანობით მოხდება შეზღუდვების მოხსნა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე, ასევე, სავაჭრო საწარმოების და მომსახურების სექტორის საქმიანობაზე.