მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და მიხეილ სააკაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე” რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ექსპრეზიდენტის საქმე უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება და აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა.

ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს.

მსგავსი პოსტები

Back to top button