ვირჯინიაში მომიტინგეებმა კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს
აშშ-ის ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდებარე ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.
მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით “კოლუმბი გენოციდის სახეა”. 2,5 მეტრიან ქანდაკებას თოკები მოაბეს და ამგვარად ჩამოაგდეს, შემდეგ კი, ცეცხლი წაუკიდეს და 60 მეტრის მოშორებით, პარკის ტბაში ჩააგდეს.
ძეგლის ჩამოგდებაში მონაწილე პირების ნაწილი NBC-ს ჟურნალისტს გადაღებაში ხელს უშლიდა. მას პარკის დატოვება მოსთხოვეს.
https://www.youtube.com/watch?v=fxLOeSQ4FNU&feature=emb_logo
მანამდე მომიტინგეები რიჩმონდში კიდევ ერთი ძეგლის, აშშ-ის სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერლის, რობერტ ლის ქანდაკების მოხსნას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა.
ძეგლების აღების მოთხოვნით, აშშ-ში წარსულშიც გამოდიოდნენ, თუმცა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მოძრაობა ხელახლა გააქტიურდა და აშშ-ის საზღვრებს გასცდა.
დიდი ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ქანდაკება.
ჩერჩილის ქანდაკებას კი, გაუკეთეს წარწერა: “ის რასისტი იყო”.