მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ღარიბი” პრემიერის მდიდარი მშობლები

პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, პანდემიის დროს, ის და მისი ოჯახი გაღარიბდა, presa.ge გახარიების ოჯახის ქონებით დაინტერესდა.

გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ყოფნის დროს, მისმა მამამ, ზაურ გახარიამ, საშუალოდ, 480 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ანუ 7 მილიონ 200 ათასი ლარის ქონება დაირეგისტრირა.

129 992 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში, რომელიც რეესტრის მიხედვით, ეკუთვნის „რკ ხორნაბუჯს“, გახარიას მშობლების კოოპერატივს.

პრემიერის დედა ამ კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარეა.

3 909 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

4 186 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

121 091 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

28 421 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

91 607 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

3 253 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

2 238 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

2 236 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

3 254 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

3 254 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

3 161 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

3 161 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

2 794 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

2 238 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

2 796 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

3 909 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

2 795 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

3 914 მ2 მიწის ნაკვეთი ქვემო მაჩხაანში.

ქვემო მაჩხაანში ამ მიწის ნაკვეთების გარდა, გახარიას მამის სახელზე კიდევ ბევრი უძრავი ქონება ირიცხება, რაც ჯამში 480 000 მ2-ს აღწევს.

ხოლო თუ ერთი მ2 მიწის ნაკვეთის ღირებულება საშუალოდ 5 დოლარია, გამოდის რომ ზაურ გახარია, მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთების სახით, 2 400 000 დოლარის ქონებას ფლობს, რაც (კურსით 3.0) 7,200,000 ლარია.

შეგახსენებთ, 5 ივნისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: “რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ, შემოსავალი აკლდება.”

მსგავსი პოსტები

Back to top button