“ვის ეკუთვნის ქართული მედია?” [Audio]

“ვის ეკუთვნის ქართული მედია”, – ამ სახელწოდების კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიგნება ონლაინ მედიაბაზარზე არსებული მდგომარეობაა. კერძოდ კი ის, რომ რამდენიმე ინტერნეტ მედიასაშუალება მკეთრად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა და მოსახლეობა შეცდომაში შეყავს.

საერთო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და კვლევის ავტორების თქმით, არცერთ მსხვილ მედიასაშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და მედიის განვითარების ფონდიდან თამარ კინწურაშვილის – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button