ვისთვის როდის დასრულდება სასწავლო წელი
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები – 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები, – 15 ივნისს.
როგორც გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით, ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში ჩატარდა.
“განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, რომელიც არის ტელესკოლა. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტელესკოლა, ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში აკადემიური წელი 2019-2020 სასწავლო წლები არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს”. – განაცხადა გახარიამ.