მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ვიზრუნებთ გადაყვანის პროცესი იყოს ბავშვებისთვის უმტკივნეულო”-ბარკალაია

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

“ოჯახში ინტეგრაცია არ არის მარტივი პროცესი, აუცილებელია ეს პროცესი იყოს ასე ვთქვათ, კარგად დაგეგმილი, რომ პირველ რიგში ბავშვის მზაობა იყოს, ოჯახის მზაობა იყოს და რა თქმა უნდა, პროფესიონალების ჩართულობაა ამაში საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვერდით დგანან საერთშორისო პარტნიორები და ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ, რომ როგორც აქ, ასევე თვითონ გადაყვანის პროცესი იყოს, პირველ რიგში ბავშვებისთვის უმტკივნეულო.

მუშაობენ სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ზრუნვის წარმომადგენლები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის 24 -საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე, შემიძლია ცალსახად განგიცხადოთ, რომ აქ ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ზრუნვის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 29 არასრულწლოვანი რჩება, გამოყვანილია 24 ბავშვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button