მსოფლიოსიახლეები

ვლადიკავკაზში მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს

ჩრდილოეთ ოსეთში ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. ასობით ადამიანი ვლადიკავკაზში მთავრობის სახლთან შეიკრიბა.

დემონსტრანტები კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ და სამსახურების დაკარგვას აპროტესტებენ.

ქალაქის მთავარი მოედანი პოლიციელებმა გადაკეტეს და რამდენიმე დემონსტრანტიც დააკავეს, თუმცა ხალხმა მთავრობის სახლთან შეკრება მაინც მოახერხა.

ისინი რესპუბლიკის მეთაურის, ვიაჩისლავ ბითაროვის გადადგომასთან ერთად, პარლამენტის დაშლასაც მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებთან ბითაროვი მთავრობის წევრებთან ერთად გავიდა, თუმცა მათ დემონსტრანტები სტვენით შეხვდნენ.

მოგვიანებით, აქცია სპეცრაზმმა დაშალა.

ჩრდილოეთ ოსეთში კოვიდ-19-ის 145 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button