ვლადიმერ პოზნერი: რუსული ჟურნალისტიკა აღსრულდა

რუსეთის „პირველი არხის“ წამყვანი ვლადიმერ პოზნერი თვლის, რომ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელმა საშუალებებმა, ადგილი დაუთმო „ფსევდო-დამოუკიდებელ“ და „იდეოლოგიური ფრონტის ჯარისკაცების“ გამომცემლობებს. – ამის შესახებ, პოზნერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭოს ეგიდით ჩატარდა. – გვატყობინებს ინტერნეტ-გამომცემლობა „РосБизнесКонсалтинг“-ი, ორშაბათს, 25 მაისს.

„ჯერჯერობით ვმუშაობ, თუმცა შესაძლებელია, დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, სამსახური დავკარგო.“ – განაცხადა პოზნერმა შესავალ სიტყვაში.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სახელმწიფოს შორის უთიერთობები, მასმედიის შესახებ კანონმა უნდა დაარეგულიროს, თუმცა რუსეთში ამგვარ ქმედებას ადგილი არ აქვს. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გამომცემლობები, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ამიტომ ისინი, გავლენის იარაღად და სახელმწიფო პროპაგანდად უნდა მოვიაზროთ.

საკმარისია ფედერალურ არხებზე ახალ ამბებს მოვუსმინოთ, ვრწმუნდებით, რომ ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.“

პოზნერის აზრით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები იმით არის დაკავებული, რომ ისეთი საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბოს, როგორიც ხელისუფლებას სურს. საბჭოთა კავშირის პერიოდში, პრესის ასეთ მუშაკებს, „იდეოლოგიური ფრონტის ჯარისკაცებს“ უწოდებდნენ.“

„დღესდღეობით, რუსეთში, რეალურად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები თითზე ჩამოსათვლელია“ – თქვა პოზნერმა.

ჟურნალისტი თვლის, რომ რადიო „Эхо Москвы“ „ფსევდო-დამოუკიდებელია“ იმიტომ, რომ ამ გამომცემლობის აქციების 65 %, ჰოლდინგ «Газпром-Медиа»-ს ეკუთვნის. „ანუ თუ სახელმწიფო არ დაუშვებდა იმას, რაც „Эхо Москвы“-ში ხდება, მსგავს პრეცენდენტს ადგილი არც ექნებოდა“ , – აღნიშნა პოზნერმა.

„სინამდვილეში, დამოუკიდებელი მასმედია ჩვენში არ არსებობს. დღეს რუსეთში აღარ არის ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია, არიან მხოლოდ ჟურნალისტები“, – განაცხადა პოზნერმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, თუ სახელმწიფომ დამოუკიდებელი გამომცემლობების დახურვა მოინდომა, ასეც მოიქცევა.

პოზნერმა აგრეთვე რუსეთის „პირველი არხის“ შიდა ცენზურაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ეთერშიც მისი პროგრამა გადის.

ტელეწამყვანის თქმით, მას არ შეუძლია იმ ხალხის მოწვევა, რომელიც „უდავო ინტერესს წარმოადგენს“. „ნემცოვის მოწვევა მინდოდა, არაერთხელ მოვითხოვე. ახლა კი ნამდვილად ვეღარ შევძლებ“ , – დაამატა ჟურნალისტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button