ვლადიმერ პუტინი ცხინვალს ულოცავს [Video]

კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთს ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალურ–ეკონომიკური საკითხების გადაჭრაში მომავალშიც დაეხმაროს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 800-ზე მეტმა რუსმა და ოსმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

ცხინვალში იმყოფებიან არაღიარებული რესპუბლიკების – აფხაზეთის, ლუგანსკისა და დონეცკის დელეგაციები.
“1990 წლის 20 სექტემბერს რესპუბლიკის გამოცხადებამ სამხრეთ ოსეთს შესაძლებლობა მისცა თავი დაეცვა საქართველოს აგრესიისგან, მოეპოვებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, – განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button