მსოფლიოსიახლეები

ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი მედლით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის“ საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ რუსული მედია ფხენიანში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს.

საელჩოს ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს ჯილდო გადაეცა პირადი დიდი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ საბჭოთა მოქალაქეთა მარადიული ხსოვნისთვის, აგრეთვე, სამარხების და მემორიალების შენარჩუნებისთვის.

ამავდროულად, რუსეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი სულ უფრო იზრდება.

ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 10 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 155 370-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 95 ადამიანი დაიღუპა და ამ მაჩვენებლით, გარდაცვლილთა რაოდენობა 1 451-მდე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button