მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოკვდა.ის 75 წლის იყო. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
ბოლო პერიოდი ის კორონავირუსის გართულების გამო ჰოსპიტალიზირებული იყო და რამდენიმე დღიან კომაშიც იმყოფებოდა.

ვლადიმერ ჟირინოვსკის კლინიკაში 2 თებერვალს გადაიყვანეს, თუმცა რუსულ მედიაში ინფორმაციამ მხოლოდ 9 თებერვალს გაჟონა.

პოლიტიკოსს კორონავირუსის ფონზე ორმხრივი პნევმონია განუვითარდა. მოგვიანებით მედიამ დაწერა, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, ის ახლობლებს ვერ ცნობდა და ექიმები მის უცხოეთში გადაყვანას ფიქრობდნენ, თუმცა პარტიაში ეს ინფორმაციაც უარყვეს.

თავად ჟირინოვშკი დეკემბერში აცხადებდა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან კორონავისურის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სპუტნიკი 8-ჯერ გაიკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button