Washington Post-ი საქართველოს მორიგ სტატიას უძღვნის

Washington Post-ი საქართველოს კიდევ ერთ სტატიას უძღვნის. გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტი დევიდ მაკლინტრი ქართული ღვინის ტექნოლოგიას გაეცნო.

“რატომ უნდა ვიცოდეთ ქართული ღვინო? იმიტომ რომ შესანიშნავია. ფრანგული, იტალიური და ესპანური ყურძნის ჯიშები კლასიკურ ევროპულად მოიაზრება, მაგრამ ღვინის სამშობლოდ კავკასიის რეგიონი სახელდება, იქ სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს კვეთს. ქართული ღვინო შესანიშნავია. ეს ქვეყანა შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც თანამედროვე ღვინის მოყვარულს აინტერესებს. ადგილობრივი ვაზის ჯიშები სხვაგან თითქმის არც მოიპოვება.” – წერს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ვაზის დაახლოებით 500 ჯიშია. ღვინის მთავარი კუთხე კახეთია. იქ, სადაც კავკასიონის მთები ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ არის გადაჭიმული, თუმცა მეღვინეობა მთელ საქართველოშია გავრცელებული.

ქართული ღვინის იმპორტიდან აშშ-ში ყველაზე გავრცელებულია: “რქაწითელი”, “მწვანე” და “წითელი საფერავი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button