მნიშვნელოვანირეგიონი

ხანძარი ლენტეხში – ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ერთვება

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.

მსგავსი პოსტები

Back to top button