მსოფლიოსაქართველოსიახლეები

Washington Post: “რქაწითელი შესაძლოა, მარსული ღვინო გახდეს”

რქაწითელი შესაძლოა, გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია Washington Post-ის სტატიაში სახელწოდებით „თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე“. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქართველი მკვლევარები აქტიურად არიან ჩართული პროექტში, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, თუ რომელი ყურძნის მოშენება იქნება შესაძლებელი წითელ პლანეტაზე.

„მკვლევარებმა უნდა დაადგინონ, რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალს და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვინ არ ისურვებდა მარსული ღვინით სავსე ჭიქას, როდესაც ახალ პლანეტაზე ახალ წელს შევხვდებით?“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Washington Post-ი წერს, რომ პროექტში ჩართული არიან, როგორც მეწარმეები, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გამოცემის ცნობით, წელს პროექტის მონაწილეები აპირებენ, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პირველი ე.წ. ვერტიკალური ბაღი გახსნან.

„ვერტიკალური მებაღეობა ადამიანის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს და მცენარეების მოსაყვანად მზის სინათლე არაა საჭირო. სწორედ ასეთ გარემოში მოყვანილი მცენარეებმა შეიძლება, მომავალში გაიხარონ მარსის კოლონიაში“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წითელი პლანეტის კლიმატს არა შავი, არამედ თეთრი ფერის ყურძენი უფრო გაუძლებს. მარსზე მოშენების ერთ-ერთი კანდიდატად რქაწითელი განიხილება. მკვლევარების აზრით, რქაწითელის კანი მარსის მტვრის ქარიშხლებს ადვილად გაუძლებს.

„მარსზე მოსაშენებლად საუკეთესო ყურძნის ჯიშის დადგენას მკვლევარები 2022 წლისთვის გეგმავენ“, – ვკითხულობთ Washington Post-ის სტატიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button