მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

Wizz Air ფრენებს ზაფხულისთვის აანონსებს

Wizz Air- ფრენების განახლებას ჯერ არ გეგმავს. ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადოს განმარტებით, ფრენების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებსა და შეზღუდვებზე. მისივე თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ვაქცინაციის პროცესზეც.

“ჩვენ დამოკიდებულები ვართ საქართველოზე და ნამდვილად გვინდა ფრენების აღდგენა. ეს სავარაუდოდ, ზაფხულისკენ მოხდება, სეზონის განსაკუთრებით აქტიურ პერიოდში. თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია რეგულაციებსა და შეზღუდვებზეც. რაც შეეხება მოლოდინებს, არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც კი ვაქცინაცია დაიწყება, ალბათ დავუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას, თუმცა არც ის ვიცით, ეს “ნორმალური მდგომარეობა” როგორი იქნება”, განმარტა ანდრაშ რადომ.

შეგახსნებთ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა რომ Wizz Air მარტის ბოლოდან დაბრუნდება და 20 მიმართულებით აღადგენს ფრენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button