მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

WSJ – რუსეთი უკრაინაში საომრად და კიევის ასაღებად სირიელ მებრძოლებს ქირაობს

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ბრძოლისა და თავდასხმის გაძლიერებისათვის სირიელ მებრძოლებს ქირაობს – ამის შესახებ ინფორმაციას WSJ ავრცელებს.

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინის ქალაქებში უფრო გაფართოვდება. მათი შეფასებით, რუსეთი, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს სირიის შიგნით, ბოლო დღეებში აგროვებს მებრძოლებს იმ იმედით, რომ მათი გამოცდილება ე.წ. ურბანულ ბრძოლაში დაეხმარება კიევის აღებაში და უკრაინის მთავრობას დამანგრეველ დარტყმის მიაყენებს.

გამოცემა იუწყება, რომ რუსეთი სირიელ მებრძოლებს უკრაინაში საომრად 200-დან 300 აშშ დოლარამდე  სთავაზობს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ზოგიერთი მებრძოლი უკვე იმყოფება რუსეთში და ემზადება, რათა უკრაინაში ბრძოლას შეუერთდეს, თუმცა არ არის ცნობილი, რამდენი მებრძოლი ჩაერთვება უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში სირიიდან.  წყაროები დამატებით დეტალებს არ ასახელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button