ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პროგრამა “კურიერის” წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი, თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ მან 19 ივნისს განაცხადა „რუსთავი 2”-ის ეთერში და მაყურებლებს დაემშვიდობა.

უდუმაშვილი ამბობს, რომ გაიარა “ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა” და ახლა აპირებს თბილისის მერის არჩევნებში დაამარცხოს “ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი”.

საქართველოში წელს შემოდგომაზე გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები.

7 ივნისს, უდუმაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობისაგან” მიიღო შეთავაზება თბილისის მერის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

მაშინ მან დრო ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად, იყრიდა თუ არა კენჭს და ამასთან, იქნებოდა დამოუკიდებელი, თუ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი.

მსგავსი პოსტები

Back to top button