მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ზახაროვა გაბუნიას: “თქვენ ავად ხართ, გოგონებო”

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გიორგი გაბუნიას ავადმყოფი უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, “РИА Новости” ავრცელებს.
მან საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვების ციტირება მოახდინა და გაბუნიას მიმართა.

“ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება ეს მიმართვა: “თქვენ ავად ხართ, გოგონებო.” – განაცხადა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ “მთავარი არხის”-ის პირდაპირ ეთერში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, უცენზუროდ უკვე მეორედ მიმართა.

თებერვალში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საზოგდოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკოპანია “იმედის” ჟურნალისტებს ავადმყოფები მას შემდეგ უწოდა, როცა ჰკითხეს, ჩამოვა თუ არა საქართველოში, თუკი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩატარდება.

“თქვენ ავადმყოფები ხართ გოგონებო.” – უთხრა ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button