სპორტ-ნიუსისპორტი

ზამთრის ოლიმპიადის სტარტი და ქართველები პეკინში

დღეს,თბილისის დროით 16 საათზე სტარტს აიღებს ზამთრის ოლიმპიადა პეკინი 2022.

საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენითაა წარმოდგენილი,რაც ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა.

ქართული დელეგაცია ზედიზედ მერვედ იღებს მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიადაზე.ქართველი სპორტსმენები 15- დან მხოლოდ 3 სახეობაში იასპარეზებენ.

ცნობილია,რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნებიან.

პეკინში ფიგურულ ციგურაობაში ეროვნულ ნაკრებს 6 მონაწილე ეყოლება: ანასტასია გუბანოვა,მორის ყვითელაშვილი, კარინა საფინა,ლაშა ბერულავა,მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

საქართველოს სახელით 2 სამთო მოთხილამურე იასპარეზებს: ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე.

მოციგავეთა სახეობას ერთი ქართველი სპორტსმენი წარადგენს,- საბა ქუმარიტაშვილი.

აქედან,ნინო წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადაა,მორის ყვითელაშვილისთვის,- მეორე.დანარჩენები დებიუტანტები არიან.

ზამთრის 2022 წლის ოლიმპიადა 20 თებერვალს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button