მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების მასიურ თავმოყრაა ადგილზე 50 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული

სუმის ოლქის სოფელ სლობოდაში რუსებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს – შედეგად ხუთსულიანი ოჯახი დაიღუპა. ინფორმაციას საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

“სუმის რეგიონში 5-სულიანი ოჯახი საკუთარ სახლში მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა – პროკურორები შედეგებს ადასტურებენ. სუმის საოლქო პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე, წინასწარ მკვლელობასთან ერთად (უკრაინის სკ. II ს. 438).

გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 5:30 საათზე, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ომის მეთოდების გამოყენებით, ოკუპანტები, წინასწარი მონაცემებით, თავს დაესხნენ სოფლის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას… შედეგად მთლიანად განადგურდა კერძო სახლი, რომელშიც 5-სულიანი ოჯახი იყო – 91 წლის ბებია, 69 და 61 წლის ქალები, 38 და 39 წლის ძმები. ყველა მათგანი დაიღუპა. პროკურორები, რომლებიც სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობენ, თავდასხმის შედეგებს აფიქსირებენ”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 54 თემი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, დაფიქსირდა 250-ზე მეტი აფეთქება.

“ოკუპანტების ცეცხლქვეშ მოექცა ხოტინსკი, იუნაკოვსკი, ბილოპოლსკი, კრასნოპილსკი, ველიკოფისარივსკი, ნოვოსლობიდსკი, შალიგინსკი, ესმანსკი, სერედინო-ბუდსკი, ზნობ-ნოვგოროვსკი”, – ნათქვამია განცხადებაში.

CNN რუსულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების მასიურ თავმოყრაა.

ეს არის ფრონტის ის ნაწილი, სადაც კიევმა შარშან ზაფხულში კონტრშეტევის დაწყება სცადა. მედია ამბობს, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, 50 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

CNN წერს, რომ ეს ხდება მაშინ, როცა რუსული ძალები ცდილობენ თავიანთი უპირატესობის გაძლიერებას აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკის ოლქის ავდიივკას რამდენიმე ნაწილში დროშის აღმართვის შემდეგ.

უკრაინის ძალებმა პარასკევს განაცხადეს, რომ გავიდნენ ავდიივკადან, საკვანძო ქალაქიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლების ადგილი აღმოსავლეთ ფრონტზე.

რუსეთის ძალებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა სერხი ლისაკმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქ ნიკოპოლსა და ჩერვონოჰრიჰორივკას დაარტყა და დააზიანა სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და მანქანები.

“87 წლის ქალმა ხელის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რუსული თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 41 და 59 წლის ორი მამაკაცი”, – თქვა ლისაკმა.

რუსეთის არმიამ უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 20 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 23 ე.წ. დამრტყმელი დრონი.

საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 23-ვე ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დნიპროს რაიონში სამი სახლი დააზიანა.

პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე. რომელ ობიექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. რუსეთის მხრიდან სარაკეტო შეტევის საფრთხის გამო, დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში და რამდენიმე ოლქში. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, განგაში 17 წუთს გაგრძელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ორი მართვადი საზენიტო რაკეტით. მათი მოგერიება ვერ მოხერხდა. სარაკეტო დრტყმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია. დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მისი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღეს დილით 2 უკრაინული დრონი გაანადგურეს ბრიანსკის და კალუგის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.

მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ფრონტის რამდენიმე უბანზე სიტუაცია “უკიდურესად რთულია”, – განაცხადა 19 თებერვლის საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ორშაბათს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.

“ჩვენ დავბრუნდით ხარკოვის რეგიონიდან, კუპიანსკის მიმართულებით მყოფი ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებიდან. მე-14 ცალკე მექანიზებულ ბრიგადას, ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ვესტუმრე. როგორც ყოველთვის-ანგარიში, ძირითადი საჭიროებები. სიტუაცია ახლა ძალიან რთულია ფრონტის რამდენიმე უბანზე, ზუსტად იქ, სადაც რუსულ ჯარებს აქვთ კონცენტრირებული მაქსიმალური რეზერვები. ისინი უკრაინის დახმარების შეფერხებით სარგებლობენ. და ეს ძალიან ხელშესახები რამ არის. არტილერიის დეფიციტია. გვესაჭიროება საფრონტო საჰაერო თავდაცვის საშუალება და შორი მოქმედების ჭურვები ჩვენი დანადგარებისთვის“, – განაცხადა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.

უფრო, ადრე თავის საღამოს ცნობაში, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ფრონტზე 70-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა, რა დროსაც რუსეთის ჯარები აქტიურად იყენებენ თვითმფრინავებს და ე.წ. FPV (first person view) დრონებს, ატარებენ თავდასხმის ოპერაციებს ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით.

მანამდე დასავლეთის ანალიტიკოსებმაც გაუსვეს ხაზი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების დაგვიანების გამო რუსეთისათვის შექმნილ ხელსაყრელ ვითარებას ფრონტის ზოგიერთ უბანზე.

უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.

ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ – ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.

შეგახსენებთ ოთხთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, უკრაინის არმიის სარდლობამ 17 თებერვალს გამოაცხადა, რომ მიღებულია ავდეევკიდან გასვლის გადაწყვეტილება.
დღეს, 19 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სრული კონტროლი დაამყარეს ავდეევკის კოქსის ქიმიურ ქარხანაზეც და საწარმოს შენობებზე რუსეთის დროშები აღმართეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდეევკიდან უკან დახევას განაგრძობენ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ძალები ავდეევკის მახლობლად ახალ თავდაცვით პოზიციებს დაიკავებენ, რასაც სავარაუდოდ, მოჰყვება ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის შეტევის კულმინაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button