მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს სამშობიარო განყოფილება დაიბომბა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე, სადაც დაიბომბა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. დაღუპულია ერთი ახალშობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
ცნობისთვის, ვილნიანსკი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქია. ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე რუსეთის არმიამ კვლავ გაუხსნა ცეცხლი სუმის ოლქის დასახლებებს. გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი რაკეტების მარაგი, რათა ოთხი მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანონ უკრაინის ტერიტორიაზე.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მსგავს შემთხვევაში უკვე მზადაა სპეციალური პუნქტები, რომლებიც ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის დროს ამუშავდება და საშუალებას მისცეს მოსახლეობა საბაზისო სერვისებს უფასოდ მიიღოს. ზელენსკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია ოთხი ათასი ასეთი პუნქტი.

3 ადამიანის შეეწირა ოკუპანტების ავიაიერიშებს ხერსონის ოლქზე. ზიანი მიადგა რეგიონის 12 დასახლებას. რუსულმა ძალებმა ადგილობრივი თემების მერები გაიტაცეს, რომლებმაც რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. გატაცებული მაღალჩინოსნების ზუსტი ადგილსამყოფელი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია.

რუსულმა ჯარებმა 50-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ამ წუთებში განგაშის სიგნალია გამოცხადებული დნეპროპეტროვსკის ქალაქ ნიკოპოლში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში ოკუპანტებმა უკრაინელებს 33 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცეს. ისინი თავიანთ ოჯახებში გადაასვენეს.

23 ნოემბერს, დილით, ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ეს რუსების მხრიდან მორიგი ტერორისტული აქტია.

“დაზიანდა 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, პოლიკლინიკის შენობა. სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი – 55 წლის ქალბატონი და 68 წლის კაცი, 1 პირი – ჰოსპიტალიზებულია, ერთს – ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს”, – ამბობს ის.

მსგავსი პოსტები

Back to top button