ზაზა გახელაძის გათავისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები გამოეხმაურნენ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებას Twitter-ის საშუალებით ეხმაურება და ამბობს, რომ მიესალმება საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივ მუშაობას.
ამ ამბავს, ასევე, ეხმაურება ეუთოში შვედეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობაც.
“მივესალმებით ამბავს, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია ერგნეთში 13 ივლისს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შემდეგ,”- ნათქვამია განცხადებაში. შვედეთის წარმომადგენლობა უწყვეტი ძალისხმევისთვის მადლობას უხდის ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს ანიკა სოდერს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ერგნეთში შეხვედრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ზაზა გახელაძის ტყვეობიდან გათავისუფლებას თწიტტერ-ზე გავრცელებული განცხადებით მიესალმება.