მაჟორიტარული სისტემა შესაძლოა 2024 წელს გაუქმდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხმა 2024 წლისთვის გადაიწიოს.

როგორც თალაკვაძემ თქვა, საარჩევნო სისტემის ამ ნაწილთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მსჯელობს ცვლილება 2020-დან ამოქმედდეს თუ 2024 წლიდან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მაჟორიტარული არჩევის წესის გაუქმება იყო მთავარი განსახილველი საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარესა და მაჟორიტარებს შორის გამართულ შეხვედრაზე. თუმცა, შეთანხმება ვერც ამჯერად მოხერხდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უმეტესობა ცვლილებას მხარს არ უჭერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button