მნიშვნელოვანისიახლეები

ზეთსა და ცხიმზე ფასები 17 პროცენტით შემცირებულია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა. ხოლო თვიურ ჭრილში ქვეყანაში დეფლაცია დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1% შეადგინა.

რაც შეეხება სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასების წლიურ პროცენტულ ცვლილებას, ის შემდეგნაირად გადანაწილდა:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 3.3%-ით გაიზარდა , რაც წლიურ ინფლაციაზე 1,19%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოლო ერთ თვეში:
ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5,2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1 პროცენტი);
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1,5 პროცენტი), თევზეული (1,1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1 პროცენტი). ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2,3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ბოლო ერთ წელში:
ფასები შემცირებულია: ზეთსა და ცხიმზე (-17 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-12 პროცენტი). ფასები შემცირებულია ასევე პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20,3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2 პროცენტი). 12,9 პროცენტით კლებაა სამედიცინო პროდუქტების ფასებშიც.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხორცი და ხორცის პროდუქტები, რომელიც 9,7%-ით გაიზარდა;
რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფის ფასები გაზიარდა 9,3%-ით;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენების ფასები გაიზარდა 7,1%-ით;
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები გაიზარდა 6,3%-ით;
თევზეულის ფასი გაიზარდა 6,0%-ით;
ყავის ჩაისა და კაკაოს ფასი გაიზარდა 4,6%-ით;
შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასები გაზიარდა 2,2%-ით;
პურისა და პურპროდუქტების ქვეჯგუფში 1,8%-იანი მატება ფიქსირდება;
ამასთან ერთად, წლიურად ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, სადაც კლება 17,0% იყო. 12.0%-ით გაიაფდა ხილისა და ყურძნის პროდუქტები.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 18,%-ით, რაც 0,92 პროცენტული პუნქტით აისახა ძლიერ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

საფინანსო მომსახურება – 27,9%-იანი მატება;
პირადი ჰიგიენა – 12,5%;
სხვა სახის მომსახურება 92,0%-ული მატება;
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,1%-ით, რაც წლიურ ინდექსზე 0,48%-ით აისახა:

ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა 9,1%-ით;
ხოლო თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა 5,0%-ით;
რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს: აქ ფასები 12,9%-ით შემცირდა და იგი -1,64%-ით აისახა მთლიან ინდექსზე:

20,3%-ით შემცირდა ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე;
2,0%-ით გაიაფდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა;
თუმცა ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, სადაც 6,4%-იანი მატება დაფიქსირდა;
7,5%-იანი ფასების შემცირება ფიქსირდება ჯანმრთელობის დაცვის ქვეჯგუფში , რაც -0,73%-ით აისახება წლიურ ინდექსზე:

18,1 შემცირდა ფასები სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე;
ამავდროულად ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე და ზრდამ 12,5% შეადგინა.
6,7%-ით გაძვირდა საავადმყოფოს მომსახურება.

საქსტატის ცნობით, ფასები 17 პროცენტით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, ხოლო ხილი და ყურძენი 12.0 პროცენტით გაიაფდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button