ზღვაში მამაკაცს ეძებენ – აჭარაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ბათუმის სანაპიროზე მაშველები მეორე დღეა ეძებენ 45 წლის მამაკაცს, რომელიც ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა.
დაკარგული უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ძმაა. “ზღვაზე მარტო გამოვიდა, სპორტსმენია და დილით და საღამოს ყოველდღიურად ვარჯიშობდა. არ ვიცით დაკარგვის მიზეზი. სამძებრო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიდის”-განაცხადა თამაზ ბაკურიძემ
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს აჭარის სანაპირო კურორტებზე ამინდი მნიშვნლოვნად გაუარესდება. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სინოპტიკოსების ინფორმაციით ზღვაზე საშტორმო სიტუაცია შეიქმნება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ტემპერატურა სანაპირო ზოლში +21+26 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, წვიმას პარასკევს, 7 ივლისს ვარაუდობენ.