ჟენევაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს [Photo/Video]

კომპანიებმა, Airbus-მა და Italdesign-მა ჟენევის ავტოსალონში ერთობლივი პროექტი – მომავლის მფრინავი ავტომობილები წარმოადგინეს. ინჟინრების გეგმის თანახმად, მალე ჩვეულებრივ ავტომობილებს უნივერსალური კაფსულები შეცვლის, – იუწყება Fox News.

სატრანსპორტო კონცეპტმა Pop Up-ის სახელწოდება მიიღო. აღნიშნულ პროექტში გადაადგილების საშუალებად მცირე ზომის კაფსულები წარმოადგინეს, რომელშიც ადამიანი როგორც გზებზე სვლას, ასევე ფრენას შეძლებს.
Pop Up-ით გადაადგილების პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია, ადამიანს მისი მართვა დამოუკიდებლად არ შეუძლია. მძღოლმა საგანგებო დისპლეიზე დანიშნულების პუნქტის კოორდინატები უნდა მიუთითოს და მანქანა თვითონ გაამგზავრებს.
თითოეულ მოდულს ავტონომიური ძალური დანადგარი და ინდივიდუალური კვების წყარო ექნება. მფრინავი ავტომობილი ელექტროენერგიაზე იმუშავებს.

[print_gllr id=55015]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button