მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჟურნალისტ დავით ერაძეს თავს დაესხნენ

თავდასხმა განხორციელდა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე. დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი, აივანზე გდია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის​ უკანონო შენახვა-შეძენას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ, დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, თუ როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ”რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button