ჟურნალისტები პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს მოკლეს [Video/Photo]
ამერიკაში, ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, 2 ამერიკელი ჟურნალისტი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია გახდა, ტელევიზია WDBJ7-ის 24 წლის ჟურნალისტებს: ალისონ პარკერსდა 27 წლის ოპერატორ ადამ უორდს მამაკაცმა ცეცხლი პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს გაუხსნა და სიცოცხლეს გამოასალმა. რესპონდენტი ქალბატონი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოროტმოქმედი, აღნიშნული ტელეარხის ყოფილი თანამშრომელი, 41 წლის ვესტერ ლი ფლანიგანი, მეტსახელად, ბრიუს უილიამსი აღმოჩნდა. მან ინციდენტი ფირზე თვითონ გადაიღო და მოგვიანებით სოციალურ ქსელებში განათავსა. პოლიცია ბოროტმოქმედს დაედევნა, მაგრამ ფლანიგანმა თავის მოკვლა სცადა. მოგვიანებით, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
NBC-ის ინფორმაციით, ფლარიგანმა ელისონ პარკერი „არაპროფესიონალიზმის“ გამო მოკლა.
„ელისონი არაპროფესიონალია და მის გარეშე მსოფლიო თავს უკეთ იგრძნობს“, – სოციალურ ქსელებში გაავრცელა ფლარიგანმა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16314″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]მკვლელობის ამსახველი ფირი