მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია კახეთში

“სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს , არა ძალადობას” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით, კახეთში მოქმედი ჟურნალისტები და სამოქალქო აქტივისტები თელავის ცენტრში შეიკრიბნენ.

მედია საშუალებების წარმომადგენლებმა თბილისში კოლეგებზე გუშინ,5 ივლისს მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს. მედია ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მიუღებელია მეოთხე ხელისუფლებაზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ძალადობრივი ფაქტების გამოძიება, რეაგირება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა, გუშინ,5 ივლისს თბილისში, პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა.
სულ დაშავებულია, სხვადასხვა მედია საშუალების 53 წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button