სპორტი

გიორგი წიტაიშვილის გოლი კიევის „დინამოს“ რიგებში და დამარცხებული ფრანგული „დივონი“

კიევის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას შევეიცარიაში განაგრძობს. გუნდმა მესამე ტესტმატჩი ჩაატარა და ფრანგულ სამოყვარულო კლუბ „დივონს“ 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

გარდა იმისა, რომ 20 წლის ქართველი შემტევის გოლი რიგით მეოთხე იყო, მან მეტოქის კართან კიდევ ბევრი საგოლე და სახიფათო მომენტი შექმნა. ნახევარმცველმა 7 თვიანი პაუზის შემდეგ მეორედ ითამაშა ამ კლუბში და მოედანზე საუკეთესო იყო.

წიტაიშვილის მიზანია, მთავარ მწვრთნელს, ლუჩესკუს თავი მოაწონოს და დინამოში დამკვიდრდეს. იმ შემთხვევაში კი თუ ამას ვერ მოახერხებს, გიორგის იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა სულ რამდენიმე თვის წინ მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

ქართველი შემტევი უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button