ჟურნალისტისთვის დახურული სხდომა ლაგოდეხში
დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომა დახურა.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც საკრებულოს შენობაში “ჰერეთის” ჟურნალისტი მივიდა.
ჩვენი ინფორმაციით, სხდომის წინასწარ დახურვა არ იყო დაგეგმილი. “ჰერეთმა” საკრებულოს თავმჯდომარისგან განმარტება მოითხოვა სხდომის დახურვის მიზეზებთან დაკავშირებით.
გოდერძი ბარაქაძის განცხადებით, “სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომისიის წევრებს შორის რიგ საკითხებზე ჯანსაღი კამათი დაიწყო”.
მისივე თქმით, “მედიის დასწრება ამ სხდომაზე დეპუტატებს აქტიურ მუშაობაში ხელს შეუშლიდა”.
უცნობია რა საკითხებს განიხილავდა საკრებულოს კომისია.