ირმა ნადირაშვილი: ისინი ახალ პარტიას აფუძნებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა, რომელიც ახლა კიევში იმყოფება,რადიო ჰერეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები: პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე და გოგა ხაჩიძე ახალ პარტიას აფუძნებენ.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ახალ პარტიას აფუძნებენ. ჩემთვისაც მოულოდნელობაა. ახლა მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვარ კიევში. ვცდილობ კარგად გავერკვიო ყველაფერში. ” – განაცხადა რადიო ჰერეთთან პარლამენტარმა.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  მედიასთან თქვა, რომ ოთხშაბათს გააცნობენ საზოგადოებას ინფორმაციას იმის შესახებ, დატოვა თუ არა რომელიმე პოლიტიკოსმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძე და პავლე კუბლაშვილი ტოვებენ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button