ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის განცხადება

რადიო ჰერეთი სრულად გთავაზობთ “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” (რომელიც სამხრეთკავკასიაში “მედია პროფკავშირების” დაფუძნების საინიციატივო ჯგუფსაც წარმოადგენს) “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას, რომელიც ეს წუთია გავრცელდა. 

“ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონების ნაწილის დაყადაღებამ და შემდგომში, კომპანიასთან დაკავშირებულმა სასამართლო განხილვამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და ასევე ჟურნალისტთა მდგომარეობაზე”, –  ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასოციაციის წევრები გამოთქვამენ შეშფოთებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.

“რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა დაადო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ქონებას. 


“არსებობს დიდი რისკი იმის, რომ მოხდეს ტელეკომპანიის საქმიანობის პარალიზება, რამაც შესაძლოა უმუშევრად დატოვოს ასობით მედია მუშაკი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა წარიმართოს ისე, რომ ტელეკომპანიამ განაგრძოს შეუფერხებლივ, ჩვეულ რიტმში მუშაობა, ხოლო ჟურნალისტებმა არ დაკარგონ სამსახური ან ანაზრაურება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება არ ჩაერიოს შიდასარედაქციო საქმიანობაში და არ განახორციელოს ისეთი ტიპის ქმედება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საინფორმაიო პროგრამის შეჩერება ან შეზღუდვა” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

“სამწუხაროა, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავინდებურად მოუგვარებელია. ტელევიზიამ არაერთხელ გამოიცვალა მფლობელები, რამაც შესაბამისი გავლენა იქონია ტელეკომპანიის ობიექტურობის ხარისხზე და საზოგადოებრივ ნდობაზე. წარსულში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, დღეს ტელეკომპანია ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხია, რაც დადებით როლს თამაშობს პოლიტიკური გარემოს დაბალანსებაში. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტელევიზიის მიმართ განხორციელებული ქმედებები შესაძლოა პოლიტიკურ ზეწოლად შეფასდეს, რაც გააუარესებს ქვეყანის პოზიციებს.

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია, რომელიც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია,მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს “რუსთავი 2″-ის ირგვლივ სამართლებრივი დავის ობიექტური და ტრანსპარენტული მიმდინარეობა.”- ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი პოსტები

Back to top button